ტყის ხანძარი

ჰავაის არქიპელაგის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა

ჰავაის არქიპელაგის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა

9 აგვისტოს ინფორმაციით, დაღუპული იყო 6 ადამიანი. 

ტყის ხანძრის გამო 5 წელზე ნაკლებ დროში დასავლეთ მაუის თემში, ლაჰაინაში, მარკ და მორინ სტეფლებმა მეორედ დაკარგეს სახლი. 8 აგვისტოს მათ პირველად შენიშნეს ცეცხლი საკუთარი სახლიდან ნახევარი მილის დაშორებით და ქარის ამოვარდნის შემდეგ, ცეცხლი მალევე მათ ეზოსაც მოედო.

"ჩვენ ისევ დავკარგეთ სახლი. ოთხ წელიწადში ორჯერ... ჩვენ ახლახან დავაბრუნეთ ჩვენი სახლი იქ, სადაც გვინდოდა და ეს მოხდა". - თქვა აშშ-ს მოქალაქე, მარკ სტეფლმა CNN-თან ინტერვიუში. 

ხელისუფლების ინფორმაციით, ასობით ადამიანს, განსაკუთრებით კუნძულ მაუის დასავლეთ მხარეს, ელექტროენერგია არ მიეწოდება. საავადმყოფოები გადატვირთულია. რამდენიმე ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო 2000-ზე მეტი ადამიანი 8 აგვისტოს ღამის შემდეგ მაუის თავშესაფარში იმყოფება. 

კომენტარები