მოსკოვის მერის სერგეი სობიანინის თქმით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ორი საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
სობიანინის თქმით, რუსეთის საჰაერო ძალებმა 9 აგვისტოს ერთი დრონი დედაქალაქის სამხრეთით, დომოდედოვოს რაიონში, ხოლო მეორე დასავლეთით, მინსკის გზატკეცილზე ჩამოაგდეს.
"აღმოვაჩინეთ ორი საბრძოლო დრონის ქალაქში შეჭრის მცდელობა. საჰაერო თავდაცვამ ორივე მათგანი ჩამოაგდო" - წერს სობიანინი Telegram-ზე. პოსტში თავდამსხმელის ვინაობა გამოკვეთილი არ არის.
დრონების თავდასხმის შესახებ ცნობებს ასევე რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს და თავდასხმაში ბრალს უკრაინას დებს.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.