რუსეთ-უკრაინა

რუსი ადვოკატის თქმით, ზელენსკიმ მოქალაქეთა გაცვლის ფარგლებში რუსეთის მოქალაქეები შეიწყალა

New York Post

უკრაინული მედია ადვოკატ ვალენტინ რიბინზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რუსეთის მოქალაქეები შეიწყალა. 

რიბინი UNIAN-თან საუბრისას ამბობს, რომ უკვე არსებობს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც მან რუსეთის მოქალაქეები შეიწყალა. ადვოკატის თქმით, ეს რუსეთთან მსჯავრდებული მოქალაქეების გაცვლის ფარგლებში ხდება. 

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოქალაქეების გაცვლის პროცესი 7 სექტემბერსვე დაიწყოს. 

"თუკი ერთ მოქალაქეს არ მოისაკლისებს რუსეთის ფედერაცია, მაშინ ეს პროცესი უკვე ხვალიდან შეიძლება, დაიწყოს,"- თქვა რიბინმა. 

უკრაინული მედიის განმარტებით, ადვოკატი რუსლან გაჯიევზე საუბრობს, რომელიც ჯერჯერობით არ გადაუყვანიათ იმ პუნქტში, სადაც რუსეთის სხვა მოქალაქეებს გასაცვლელად ამზადებენ. 

UNIAN წერს, რომ ისინი კომენტარისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაუკავშირდნენ, თუმცა იქ მათ უთხრეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხს ოფიციალურად გაავრცელებდნენ. 

კომენტარები