სტიქია რაჭაში

კობახიძე შოვზე: არაერთ ქვეყანას შეგვიძლია მივმართოთ, მაგრამ საჭიროება არ არსებობს

ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, რაჭაში, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოებისთვის დასახმარებლად არაერთი ქვეყნისთვის მიმართვა შეუძლია, თუმცა "ამის საჭიროება არ არსებობს".

"საჭიროება რომ იყოს, არანაირი პრობლემა არ არის. არაერთი ქვეყანაა, რომელსაც შეგვიძლია მივმართოთ და ბუნებრივია, დახმარების ხელს აუცილებლად გამოგვიწვდიან, უბრალოდ ამის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს გამომდინარე სამუშაოების სპეციფიკიდან". – თქვა კობახიძემ იმედთან.

შოვში, სტიქიის ზონაში ამ დრომდე 17 ადამიანის ცხედარი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში აღმოჩენილი ცხედრებიდან იდენტიფიცირებული მხოლოდ 7-ია.

სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ეძებენ 25-მდე ადამიანს – მათ, ვისთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილიდან ვერტმფრენით 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

კომენტარები