სტიქია რაჭაში

შოვში ნაპოვნი 15 ცხედრიდან 7 იდენტიფიცირებულია – საგანგებოს ხელმძღვანელი

ზურა ცერცვაძე/ტაბულა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის თქმით, ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ზონაში აღმოჩენილი 15 ცხედრიდან იდენტიფიცირებული მხოლოდ 7-ია.

"საერთო ჯამში, 15 ცხედარია მოძიებული სტიქიის ზონაში და მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. 7 ცხედარია იდენტიფიცირებული, თუმცა პროცესი გრძელდება. გიდასტურებთ, რომ ერთი და იმავე ლოკაციაზე, ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე ხდება ცხედრების მოძიება". – თქვა მღებრიშვილმა.

დღეს, 5 აგვისტოს, მაშველებმა შოვში 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ბოლო მონაცემებით, სტიქიას ჯამში 15 პირი ემსხვერპლა.

ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ეძებენ 25-მდე ადამიანს – მათ, ვისთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილიდან ვერტმფრენით 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.  

კომენტარები