სტიქია რაჭაში

ვარჰეი: სამძიმარს ვუცხადებ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს

მთავრობის ადმინისტრაცია

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი შოვში მომხდარი სტიქიის გამო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. 

"სამძიმარს ვუცხადებ შოვში მომხდარი ტრაგედიის გამო დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ვიმედოვნებ, რომ სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებით ჩატარდება. ფიქრებითა და ლოცვით ქართველი ხალხის გვერდით ვართ". - წერს ვარჰეი სოციალურ ქსელში. 

დღეს, 5 აგვისტოს, მაშველებმა 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს - ბოლო მონაცემებით, სტიქიას ჯამში 15 პირი ემსხვერპლა

5 აგვისტოს დილის მონაცემებით, ნაპოვნი ცხედრებიდან იდენტიფიცირებული იყო 6 - მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, ცხედრები დაზიანებულია, ამოცნობისთვის ჩატარდება დნმ-ის ანალიზი. 

ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ეძებენ 25-მდე ადამიანს - მათ, ვისთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. ადგილიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს ყველა მოქალაქე, რომელიც სტიქიის ეპიცენტრიდან უსაფრთხო ადგილას იყო გადაყვანილი.

სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა.  

კომენტარები