რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე საჰაერო იერიში მიიტანეს, დაიღუპა ორი ადამიანი

რუსი ოკუპანტი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან.
 EPA-EFE/SERGEI ILNITSKY

ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის, ანატოლი კურტევის ცნობით, 29 ივლისს ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა

"მტერმა ზაპოროჟიე დაბომბა. სამწუხაროდ, დაიღუპა მამაკაცი და ქალი. დაშავდა კიდევ ერთი ქალი. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს". - წერს კურტევი Telegram-ზე.

მისივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა და სუპერმარკეტი დაზიანდა. 

კომენტარები