რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსების მიერ ნასროლი კასეტური ჭურვის ნამსხვრევმა DW-ს ოპერატორი დაჭრა

Gian Marco Benedetto/AA/picture alliance

დონბასში, ფრონტის ხაზიდან 23 კილომეტრში მდებარე უკრაინულ საწვრთნელ ბაზაზე რუსების მიერ ნასროლი კასეტური ჭურვის ნამსხვრევმა Deutsche Welle-ს ოპერატორი, იევგენ შილკო დაჭრა.

შილკო DW-ს გუნდთან ერთად საწვრთნელ ბაზაზე არსებული სიტუაციის გასაშუქებლად იმყოფებოდა. კორესპონდენტები რუსული საარტილერიო ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ.

"უკრაინის არმიას ვიღებდით სამიზნე წვრთნების დროს, როდესაც მოულოდნელად რამდენიმე აფეთქება გავიგეთ". - თქვა DW-ს კორესპონდენტმა, მათიას ბულინგერმა.

შილკოს ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა. მას საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

თავდასხმის შედეგად საწვრთნელ ბაზაზე უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა.

კომენტარები