რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინას ახალი სამხედრო დახმარების ფარგლებში, Gepard-ის საზენიტო სისტემებს გადასცემს

გეპარდის ტიპის ტანკი

გერმანიამ უკრაინას დაახლოებით 700 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. ინფორმაცია გერმანიის მთავრობა აქვეყნებს.

სამხედრო დახმარების ფარგლებში, გერმანია უკრაინას 6 ერთეულ Gepard-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის თვითმავალ სისტემას და შესაბამის საბრძოლო მასალებსა და ჭურვებს, საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T SLM-ის აღჭურვილობას და სხვა შეიარაღებას გადასცემს.

გარდა ამისა, უკრაინა გერმანიისგან ერთ BEAVER-ის ტიპის ხიდის დამგებ ტანკსა და თანმხლებ ხიდს, 5 საზღვრის დაცვის ჯავშანმანქანას, ერთ სატვირთო ტრაქტორს 8x8 HX81, ოთხ ნახევრად მისაბმელიან ავტომობილს და VECTOR-ის ტიპის დრონების სათადარიგო ნაწილებს მიიღებს.

ვილნიუსში NATO-ს სამიტზე გერმანიამ უკრაინისთვის გადასაცემი დაახლოებით 700 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა, რომელიც ორ Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემას, 24 ერთეულ Leopard 1A5-ის ტიპის ტანკს, 40 ერთეულ Marder-ის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანას, 20 000 საარტილერიო მასალას მოიცავს.

კომენტარები