რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში რუსი გენერალი ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტით მოკლეს

მედიაში გავრცელებული ცნობებით, რუსი გენერალი სამხრეთ ფრონტზე ბრიტანული Strom Shadow-ს რაკეტით მოკლეს. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯერ არ უარუყვია ან არ დაუდასტურებია გენერალ-ლეიტენანტი ოლეგ ცოკოვის, სავარაუდო, სიკვდილი. თუ ეს დადასტურდა, ის იქნება მეცხრე და ამასთან, უმაღლესი რანგის რუსი გენერალი, რომელიც ომში დაიღუპა. 

მარიუპოლის გადაყენებული მერის მრჩეველმა პეტრო ანდრიუშჩენკომ აღნიშნა, რომ რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე ოკუპირებულ ბერდიანსკზე თავდასხმის დროს დაიღუპა. რუსი ბლოგერები კი საუბრობენ, რომ უკრაინამ თავდასხმაში ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტები გამოიყენა.

უკრაინელები იყენებდნენ Storm Shadow-ს რაკეტებს ბერდიანსკზე შეტევის მისატანად, რადგან კიევის არსენალში ეს არის ერთადერთი რაკეტა, რომლის დიაპაზონი საპორტო ქალაქს სწვდება. 

უკრაინაში დაღუპული ბოლო რუსი გენერალი ერთი თვის წინ ზაპორიჟიჟიას რაიონში შტაბ-ბინაზე თავდასხმას ემსხვერპლა. 

კომენტარები