რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენკის გადაწყვეტილებით, ბელარუსის საზღვართან თავდაცვის ძალები გაძლიერდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პრესკონფერენციაზე ბერლინში, 14 მაისი, 2023.
REUTERS/Fabrizio Bensch

DW-ს ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააძლიეროს თავდაცვა ბელარუსის საზღვართან, სადაც განლაგებულია რუსული ჯარის ნაწილები.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის კონტრშეტევა აქტიურია სამხრეთ რეგიონების, კერძოდ ზაპოროჟიეს ოლქის მიმართულებით, ზელენსკის გადაწყვეტილებით,  ჩრდილოეთ საზღვარი ასევე პრიორიტეტული გახდება. 

ამჟამად უკრაინა აშშ-სგან ელოდება მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას, მათ შორის კასეტურ შეიარაღებას. 

უკრაინისთვის მნიშვნელოვანია NATO-ს სამიტი ვილნიუსში, რომელის 11 და 12 ივლისს გაიმართება. სამიტზე უკრაინელები ელოდებიან მკაფიო სიგნალებს NATO-ს წევრობასთან დაკავშირებით და სამხედრო დახმარებების ახალ ტალღას. 

კომენტარები