რობერტ დე ნირო

ცნობილი გახდა რობერტ დე ნიროს 19 წლის შვილიშვილის გარდაცვალების მიზეზი

3 ივლისს რობერტ დე ნიროს 19 წლის შვილიშვილი ლეანდრო დე ნირო როდრიგესი გარდაიცვალა. თინეიჯერის სიკვდილის მიზეზი უნებლიე ნარკოტიკული ზედოზირება გახდა. ინფორმაციას როდრიგესის დედა დრენა დე ნირო ავრცელებს.

"ვიღაცამ ჩემს ვაჟს ფენტანილიანი აბები მიყიდა. დარწმუნებული ვარ, გამყიდველმა იცოდა, რომ აბები ფენტანილით არის გაზავებული, მაგრამ არაფერი თქვა. ის ალბათ ახლაც ამ ნეხვს ყიდის, ჩემი შვილი კი სამუდამოდ წავიდა". – ამბობს დრენა დე ნირო.

2021 წლის მონაცემებით აშშ-ში ფენტანილის ზედოზირებით 70 000 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის სერიალ The Wire-ის ვარსკვლავი მაიკლ კ. უილიამსი, რომელსაც დილერებმა ფენტანილიანი ჰეროინი მიჰყიდეს

შვილიშვილის დაღუპვას თავად მსახიობიც გამოეხმაურა:

"ჩემი საყვარელი შვილიშვილის, ლეოს გარდაცვალებით შოკირებული ვარ. ყველა მადლობას გიხდით მისამძიმრებისთვის. ამ რთულ დროს გთხოვთ, პატივი სცეთ ჩვენი ოჯახის პირად სივრცეს". 

კომენტარები