რობერტ დე ნირო

რობერტ დე ნიროს 19 წლის შვილიშვილი გარდაიცვალა

19 წლის ასაკში რობერტ დე ნიროს შვილიშვილი ლეანდრო დე ნირო როდრიგესი გარდაიცვალა. ინფორმაციას როდრიგესის დედა დრენა დე ნირო ავრცელებს.

"დავემშვიდობეთ ჩვენს საყვარელ შვილს ლეოს. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის და ამ რთულ დროს გთხოვთ პატივის სცეთ ჩვენს პირად სივრცეს". – წერს დრენა დე ნირო.

როდრიგესის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

 ცოტა ხნის წინ 79 წლის რობერტ დე ნირო მეშვიდედ გახდა მამა.

კომენტარები