რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ქალაქ სუმიში რუსების დრონებით თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა – დაჭრილია 16

Sumy Regional Military Administration/Telegram

უკრაინის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სუმიზე რუსების მიერ ირანული დრონებით მიტანილ იერიშს 1 ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად კიდევ 16 ადამიანი დაშავდა. ისინი შესაბამის სამედიცინო დახმარებას იღებენ.

ქალაქის თავზე 4 Shahed-136 კამიკაძე დრონი დილის საათებში გამოჩნდა. რეგიონული ადმინისტრაციის ცნობით, დრონები ორ საცხოვრებელ და ერთ ადმინისტრაციულ შენობას შეეჯახა.

ქალაქი სუმის ოლქის რეგიონული ცენტრია და რუსეთის საზღვრიდან სულ რაღაც 50 კილომეტრში მდებარეობს, რის გამოც ოკუპანტების თავდასხმის სამიზნე ხშირად ხდება.

კომენტარები