მოლდოვა

მოლდოვის აეროპორტში სროლის შედეგად 2 პირი დაიღუპა

მოლდოვის საერთაშორისო აეროპორტში უცხო ქვეყნის მოქალაქემ საზღვარზე არ შეშვების შემდეგ გარშემო მყოფებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე დააკავა. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მგზავრი თურქეთიდან მოდიოდა. მან ცეცხლსასროლი იარაღი მესაზღვრეებს წაართვა და მათი მიმართულებით გაისროლა.

"ამ წუთისთვის საფრთხე აღარ არსებობს. თავდამსხმელი დაჭრილია და მკურნალობენ". - წერია კიშინიოვის პოლიციის დეპარტამენტის Facebook-გვერდზე. 

ინციდენტის შემდეგ დროებით ფრენები შეზღუდულია. 

კომენტარები