აშშ-ჩინეთი

ჩინეთის საჯაშუშო ბუშტს აშშ-ს თავზე ფრენისას ინფორმაცია არ შეუგროვებია – პენტაგონი

Air Force/Department of Defense/Handout

პენტაგონის თქმით, ჩინეთის საჯაშუშო ბუშტს, რომელიც წლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში გამოჩნდა, ქვეყნის თავზე ყოფნისას ინფორმაცია არ შეუგროვებია.

"ჩვენი შეფასებით, აშშ-ს თავზე ფრენისას მას [ინფორმაცია] არ შეუგროვებია". - თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა და ბრიგადის გენერალმა, პატ რაიდერმა.

ბუშტი კანადისა და აშშ-ს საჰაერო სივრცეში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა, სანამ ის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებმა არ ჩამოაგდეს.

29 ივნისს WSJ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საჯაშუშო ბუშტი ამერიკული წარმოების აღჭურვილობით იყო დატვირთული.

თებერვლის დასაწყისში აშშ-ს საჰაერო სივრცეში შენიშნეს მფრინავი საჯაშუშო ბუშტი, რომელიც ჩინეთს ეკუთვნოდა. 4 თებერვლის შემდეგ F-22-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა აშშ-სა და კანადის საჰაერო სივრცეში სამი მსგავსი ობიექტი ჩამოაგდეს. მაშინ, ინციდენტის გამო ენტონი ბლინკენმა ჩინეთში 5-6 თებერვალს დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.

კომენტარები