რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკიმ უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისე დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანებით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, მიხეილ ყაფლანიშვილი (კაპლანი) ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის დაჯილდოვდება. 

"ორდენს მიშა კაპლანის დედას საქართველოში უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენლობა გადასცემს". - წერს Facebook-ზე უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე, რომეო ფარულავა. 

მიხეილ ყაფლანიშვილი 21 ოქტომბერს დაიღუპა. სხვა ქართველი მოხალისეების ინფორმაციით, ყაფლანიშვილი ხერსონის მახლობლად რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ემსხვერპლა

24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ოკუპანტებთან ბრძოლას 47 ქართველი ემსხვერპლა. 

კომენტარები