რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში ქართველი მებრძოლები, მიხეილ ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი დაიღუპნენ

გუშინ, 21 ოქტომბერს, უკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი - მიხეილ ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი დაიღუპა. 

ყაფლანიშვილისა და მარტიაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია უკრაინაში ქართველთა დიასპორის Facebook-გვერდზე გავრცელდა. ინფორმაციას ადასტურებენ უკრაინაში ქართველი მყოფი მებრძოლებიც. 

მათი ინფორმაციით, ყაფლანიშვილი ხერსონის მახლობლად რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ემსხვერპლა, ხერსონთან დაიღუპა ალექსანდრე მარტიაშვილიც. 

24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე ოკუპანტებთან ბრძოლას 22 ქართველი ემსხვერპლა. 

კომენტარები