რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კლიჩკო: კიევზე ოკუპანტების საჰაერო თავდასხმას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა

Metin Aktas/Anadolu Agency/Getty Images

25 ივნისს ღამით კიევზე ოკუპანტების თავდასხმას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო Telegram-ზე ავრცელებს

"სამაშველო ჯგუფებმა ქალაქის დასავლეთში, სოლომიანსკის რაიონში ერთ-ერთი სახლის ნანგრევების ქვეშ კიდევ ორი ცხედარი იპოვეს. ავარიულ შენობაში მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. 

რუსული რაკეტის ფრაგმენტებისგან, რომლებიც ერთ-ერთ სახლში შეცვივდა, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა". - წერს კლიჩკო.

ოფიციალური ინფორმაციით, 25 ივნისს ღამით რუსეთის ძალებმა კიევს 20-მდე რაკეტა ესროლეს.

კომენტარები