რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინას კიდევ 45 გეპარდის ტანკს მიაწოდებს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი გეპარდის ტანკის წინ 2022 წლის 25 აგვისტოს

გერმანია გეგმავს წლის ბოლომდე რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვითი ბრძოლისთვის უკრაინას კიდევ 45 საზენიტო ტანკი Gepard ან Cheetah მიაწოდოს.

გეგმაზე გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის სიტუაციური ცენტრის ხელმძღვანელი, ბრიგადის გენერალი კრისტიან ფროიდინგი გაზეთ Die Welt-ის 25 ივნისის გამოცემაში ისაუბრებს. წინასწარი ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია 34 გეპარდი და კიდევ 15 დაემატება უახლოეს კვირებში.

"გარდა ამისა, ჩვენ გვსურს [უკრაინას] აშშ-სთან თანამშრომლობით წლის ბოლომდე კიდევ 30 გეპარდის ტანკი მივაწოდოთ". - ამბობს ფროიდინგი.

კომენტარები