რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: ფრანგულ-იტალიური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა SAMP/T უკვე უკრაინაშია

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ფრანგულ-იტალიური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა SAMP/T უკვე უკრაინაშია.

"მოხარული ვარ, რომ ჩემს იტალიელ კოლეგასთან, ჯორჯა მელონისთან ერთად შემიძლია განვაცხადო, რომ ფრანგულ-იტალიური საჰაერო თავდაცვის სისტემა SAMP/T ახლა გადაცემულია და მოქმედებს უკრაინაში, სადაც ის იცავს ძირითად ობიექტებს და ხალხის სიცოცხლეს". - თქვა მაკრონმა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის ფრანგულ-იტალიური საჰაერო თავდაცვის სისტემის უკრაინისთვის გადაცემის პირველი ოფიციალური დადასტურება მედიაში მსგავსი ინფორმაციის არაერთხელ გავრცელების შემდეგ.

SAMP/T-ის სისტემები იტალიამ უკრაინას სამხედრო დახმარების მეექვსე პაკეტის ფარგლებში მიაწოდა, რომელიც იტალიამ თებერვალში, საფრანგეთთან შეთახნმებით, დააანონსა.

SAMP/T-MAMBA ევროპაში პირველი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემაა. SAMP/T-ის სისტემას შეუძლია გაანადგუროს თვითმფრინავი 3-დან 100 კილომეტრამდე მანძილზე, ბალისტიკური რაკეტები 3-დან 25 კილომეტრამდე, მოქმედების სიმაღლე კი 25 კილომეტრამდეა.

კომენტარები