ჩინეთი

მიმდინარე წელს ჩინეთს მილიონერთა ყველაზე მასშტაბური გადინება ემუქრება – Henley & Partners

საკონსულტაციო ფირმა Henley & Partners-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, ჩინეთს მიმდინარე წელს მსოფლიო მასშტაბით მილიონერთა ყველაზე მასშტაბური გადინება ემუქრება.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა 2022 წელს მაღალი საინვესტიციო ქონების მქონე 10 8000-მა ფიზიკურმა პირმა დატოვა, 2023 წელს კი მათი სავარაუდო რიცხვი 13 500 იქნება. 

გლობალური სიმდიდრის შემსწავლელი ფირმის New World Wealth-ის შეფასებით, გასული ათწლეულის განმავლობაში ჩინეთში მილიონერების გადინების მაღალმა მაჩვენებელმა ქვეყანაში საერთო სიმდიდრის შენელება გამოიწვია.

"ბოლოდროინდელი გადინება შეიძლება იყოს უფრო საზიანო ვიდრე ჩვეულებრივ. ჩინეთის ეკონომიკა ძლიერად გაიზარდა 2000 წლიდან 2017 წლამდე, მაგრამ მას შემდეგ ქვეყანაში სიმდიდრისა და მილიონერების ზრდა უმნიშვნელო იყო". - აღნიშნა New World Wealth-ის კვლევითმა ხელმძღვანელმა, ენდრიუ ამოილსმა.

გარდა ჩინეთისა, Henley & Partners-ის პროგნოზით, მილიონერთა გადინებით მეორე ადგილზე ინდოეთია (6 500 ადამიანი).

რუსეთი მეოთხე ადგილს იკავებს Henley & Partners-ის რეიტინგში, გაერთიანებული სამეფოს შემდეგ, რომელმაც შესაძლოა წელს 3 200 მილიონერი დაკარგოს. 

ამავე ანგარიშის თანახმად, რუსეთის უკრაინასთან ომით გამოწვეული პოლიტიკური არეულობისა და ეკონომიკური გაურკვევლობის მიუხედავად, რუსეთი წელს, სავარაუდოდ, დაკარგავს 3 000 მილიონერს, რაც წინა წელთან შედარებით 5 500-ით ნაკლებია. 

გარდა ამისა, მილიონერთა მოზიდვის მაჩვენებლით Henley & Partners-ის შეფასებით, ლიდერი ქვეყანა მიმდინარე წელს შესაძლოა ავსტრალია გახდეს – 5 200 ახალმცხოვრები მილიონერით.

კომენტარები