დავით არახამიას იმას ვურჩევდი, რომ პირველ რიგში, სანამ ის საქართველოსა და ჩვენს ხელისუფლებას რაიმეს ურჩევს და მით უმეტეს, ასეთ მტკიცებით ფორმაში გამოვა და ჭკუის დარიგებას დაგვიწყებს, იქნებ ეს ქართულად გვითხრას [...] მისი ცალკეული შეფასებები და სუბიექტური მოსაზრებები ყველასთვის კარგად ცნობილია. აქედან გამომდინარე, საქართველოს, ქართველ ხალხსა და საქართველოს ხელისუფლებას დავით არახამიას ჭკუის სასწავლებელი არაფერი სჭირს.
tbl.ge/6els
დაკოპირდა

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური უკრაინის მმართველი პარტიის, ხალხის მსახურის თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას. არახამიამ Facebook-ზე დაწერა, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული რუსული აქტივების კონფისკაცია მოეხდინა.
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




