რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი კონტრიერიშზე: რუსეთმა უკრაინაში 54 ტანკი დაკარგა, მათი ნაწილი გარემონტებადია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, რუსეთმა უკრაინაში ახალი კონტრიერიშის დროს მხოლოდ 54 ტანკი დაკარგა. მეტიც, ის ირწმუნება, რომ ამ რაოდენობის გარკვეული ნაწილი შეკეთებას ექვემდებარება.

"ასე რომ, შეტევა მიმდინარეობს, შედეგები დღეისთვის ისეთია, როგორიც ახლა ვთქვი. მათ [დაკარგეს] 160-ზე მეტი ტანკი, ჩვენ - 54. მათი ნაწილის აღდგენა და გარემონტება შესაძლებელია". – თქვა პუტინმა სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრის დროს, უკრაინის კონტრიერიშის განხილვისას. 

რუსეთი უკრაინაში დანაკარგების რიცხვებზე იშვიათად საუბრობს. 

პუტინმა კონტრიერიშს მასშტაბური უწოდა და აღნიშნა, რომ ის 4 ივნისს დაიწყო და ახლაც მიმდინარეობს.

"ეს კონტრიერიში მასშტაბურია, გამოუყენება, როგორც არც თუ ისე დიდი ხნის წინ საჯაროდ ვამბობდი, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვები. ის მიმდინარეობს 4 რიცხვიდან, დაიწყო 4-ში. გრძელდება ახლაც". – თქვა პუტინმა.

კომენტარები