რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი უარყოფს მოსაზრებას, რომ უკრაინა დასავლეთის იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე იყენებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
Vladislav Culiomza/Reuters

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარყო მოსაზრება, რომ უკრაინა დასავლეთისგან მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებში იყენებს. ზელენსკის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მისთვის არავის მიუმართავს. პრეზიდენტის კომენტარი ბელგიის პრემიერმინისტრის, ალექსანდრ დე კროუს განცხადებას მოჰყვა იმის თაობაზე, რომ ბელგიამ რუსეთის საზღვართან, ბელგოროდზე თავდასხმებში ბელგიური წარმოშობის იარაღის გამოყენების თაობაზე გამოძიება დაიწყო და უკრაინისგან ახსნა-განმარტებას ითხოვს. 

მანამდე The Washington Post-ის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული მოხალისეთა კორპუსი ბელგოროდზე თავდასხმებში უკრაინისთვის აშშ-სა და პოლონეთის მიერ საგანგებოდ გადაცემულ მოწყობილობებსა და ბელგიური და ჩეხური წარმოების იარაღს იყენებდა. 

"ჩვენ დასავლურ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ ვიყენებთ, ამიტომაც არ მოუმართავს არავის". - აღნიშნა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე. მისივე თქმით, უკრაინა არ აპირებს რომელიმე ქვეყნის ტერიტორიის მითვისებას. 

"ყველაფერი ეს გავლენას ახდენს ჩვენზე, როგორც NATO-ს წევრ ქვეყანაზე, ჩვენი, როგორც ცივილური სახელმწიფოს მომავალზე. თუ ევროკავშირისა NATO-ს წევრობა გვსურს, შესაბამისად უნდა მოვიქცეთ". - თქვა პრეზიდენტმა. 

კომენტარები