ქართული ოცნება

დავითულიანი: მოგვცენ NATO-ს ქოლგა, შეგვიყვანონ EU-ში და ჩემზე მაგრად ვერავინ შეაგინებს რუსებს

კრიტიკა ისმის ხშირად, ჰო?! მე ზუსტად ვიცი რატომაც, იმიტომ რომ საქართველოს უჭირავს ძალიან ფრთხილი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. პარტნიორები გვთხოვენ, რომ ხაზი გავლებულია და იყავით უფრო მკაფიო.

საქართველოს აქვს შიშები, რაციონალურია ეს შიშები, იმიტომ რომ, განსხვავებით ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებისგან, საქართველოს ტერიტორიაზე დგას რუსის საოკუპაციო ჯარი და საქართველოს არ აქვს ნატოს ქოლგა.

მოგვცენ ნატოს ქოლგა და შეგვიყვანონ ევროკავშირში და ჩემზე მაგრად ვერავინ ვერ შეაგინებს რუსებს, პირობას გაძლევთ.

ქართული ოცნების დეპუტატი ბექა დავითულიანი.

კომენტარები