რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კადიროვი პუტინს ბელგოროდში პროუკრაინულ ჯგუფებთან საბრძოლველად საკუთარ ძალებს სთავაზობს

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს სთავაზობს, რომ ბელგოროდის ოლქში პროუკრაინულ ჯგუფებთან საბრძოლველად ჩეჩნური ქვედანაყოფები გაგზავნოს. ამის შესახებ მან საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა

კადიროვი ირწმუნება, რომ მის ძალებს მსგავს ჯგუფებთან ბრძოლის გამოცდილება აქვთ.

"იმისთვის, რომ უვნებელვყოთ ბანდჯგუფები რუსეთის ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების გარეშე, საჭიროა განსაკუთრებული ცოდნა და მომზადება. აქ საჭიროა არამხოლოდ საბრძოლო გამოცდილება, არამედ ანტიტერორისტულიც". – წერს კადიროვი. 

უკვე რამდენიმე კვირაა რაც პროუკრაინული ჯგუფები - რუსული მოხალისეთა კორპუსი და ლეგიონი რუსეთის თავისუფლება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში შედიან და საბრძოლო მოქმედებებს ატარებენ. პირველი მსგავსი შემთხვევა 2 მარტს მოხდა.

პროუკრაინულ ჯგუფებს ტყვედ ჰყავთ აყვანილი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედროები.

კომენტარები