აშშ

სესხის ლიმიტთან დაკავშირებით კანონპროექტს კონგრესი განიხილავს

აშშ-ში წარმომადგენელთა პალატამ, მკაცრი კონსერვატორების წინააღმდეგობის მიუხედავად, ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო კანონპროექტი 31.4 ტრილიონი დოლარის ვალის ზღვრის შეჩერების შესახებ, რათა ქვეყანამ დეფოლტი თავიდან აირიდოს. 

რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა პალატამ, 314-117-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა კანონპროექტის გაგზავნას სენატში. უმაღლესმა პალატამ უნდა შეძლოს, რომ დაამტკიცოს კანონი და საბოლოოდ - ძალაში შესასვლელად, მიიტანოს კანონპროექტი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მაგიდასთან კვირის ბოლომდე, რადგან ფედერალურ მთავრობას გადასახადების გადასახდელად თანხა, სავარაუდოდ, ამ დროისთვის ამოეწურება.

"ეს შეთანხმება კარგი ამბავია ამერიკელი ხალხისა და ამერიკის ეკონომიკისთვის. მოვუწოდებ სენატს, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს იგი, რათა დასაკანონებლად ხელი მოვაწერო". - ამბობს ბაიდენი. 

შეთანხმების დამტკიცების მიღწევა აუცილებელია 5 ივნისამდე, ვინაიდან აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯანეტ იელენის თქმით, 5 ივნისიდან აშშ გადასახადების გადახდას ვეღარ შეძლებს.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯანეტ იელენი ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი არ გაზრდიდა ან არ შეაჩერებდა აშშ-ის მთავრობის სესხის ლიმიტს, აშშ-ის მთავრობას 1-ლი ივნისისთვის ფულის ამოწურვა და დეფოლტი ემუქრებოდა. 

სესხის ლიმიტის გაზრდის სანაცვლოდ, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები ხარჯების მკვეთრ შემცირებას ითხოვდნენ.

კომენტარები