საქართველო-რუსეთი

მდინარაძე მეუფე ნიკოლოზზე: უცნაურია, სააკაშვილთან ხშირად შედის, ახლა რუსეთში აღმოჩნდა

უცნაურია, მხოლოდ ამით შემოვიფარგლები, უცნაურია, რომ ეს ადამიანი აღმოჩნდა საპატრიარქოს თანხმობის გარეშე თუ მისი ეგიდით რომ არ არის, ასე წასული რუსეთის პატრიარქთან. თუმცა, ეს ჩემი შესაფასებელი შეიძლება არც იყოს. ასეთი უცნაურობები, როგორც მინიმუმ, ხშირად გვაქვს ხოლმე ჩვენ საინფორმაციო ველზე და დრო რომ გადის, ახსნები აქვს ხოლმე. ნაჩქარევი კომენტარისგან თავს შევიკავებ. 

ხაზს გავუსვამ იმას, რომ, მინიმუმ, უცნაურია. ის ადამიანი, რომელიც შედის ძალიან ხშირად მიხეილ სააკაშვილთან, ახლა აღმოჩნდა რუსეთში და რუსეთის საპატრიარქოს ხელმძღვანელთან ანგელოზის დღის მისალოცად. 

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე. კირილის ანგელოზის დღეზე მოსკოვში მეუფე ნიკოლოზი იმყოფება. ინფორმაცია მოსკოვის საპატრიარქომ გაავრცელა. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ვიზიტის შესახებ არ იცოდნენ. 

კომენტარები