ქართული ოცნება

კობახიძე: სანქციებით შანტაჟით ივანიშვილს ვერ აიძულებენ, ხელი მოაწეროს ქვეყნის განადგურებას

ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები უკვე დიდი ხანია, მოქმედებს. ეს არის დე ფაქტო სანქციები, რომლებიც მოქმედებს შვეიცარული ბანკის მეშვეობით. ბიძინა ივანიშვილმა წერილით გაახმოვანა ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდებოდა მასთან კონკრეტულ კომუნიკაციას და მან აღნიშნა, რომ არის მის მიმართ გარკვეული მოთხოვნა და ის არ შეასრულებს არცერთ შემთხვევაში ისეთ მოთხოვნას, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ჩვენი ქვეყნის განადგურებას. ვერავითარი სანქციის შანტაჟის ქვეშ ბიძინა ივანიშვილს ვერ აიძულებენ, რომ ხელი მოაწეროს საკუთარი ქვეყნის განადგურებას. 

პირდაპირ ითხოვენ მეორე ფრონტს საქართველოში. პირდაპირ [უკრაინის] უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის მრჩეველი ითხოვენ მეორე ფრონტს საქართველოში და, მეორე მხრივ, ცდილობენ, რაღაც შანტაჟის ინსტრუმენტი აამოქმედონ. როცა, ერთი მხრივ, ითხოვ მეორე ფრონტს საქართველოში და, მეორე მხრივ, ითხოვ სანქციებს, აქ ძალიან ნათლად ჩანს, რა არის მათი ინტერესი. მათ სურთ დაშანტაჟება მეორე ფრონტის სანაცვლოდ. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე საუბრისას.

კომენტარები