The Weeknd

THE WEEKND ფსევდონიმს აღარ გამოიყენებს და კარიერას საკუთარი სახელით გააგრძელებს

CNN

The Weeknd ფსევდონიმის გამოყენებას აღარ აპირებს, დღეიდან ის კარიერას აბელ ტესფაიეს სახელით გააგრძელებს. აბელ ტესფაიე კანადელი მომღერლის ნამდვილი სახელია.

ახლო წარსულში ტესფიაემ განაცხადა, რომ The Weeknd-ის "მოკვლა" სურს.

"განწმენდის გზას ვადგავარ. ჩემი ცხოვრების იმ თავს ვუახლოვდები, რომელშიც The Weeknd უნდა დასრულდეს. მე კვლავ დავწერ მუსიკას, შესაძლოა აბელის სახელით, შესაძლოა რამე ახალი ფსევდონიმით, მაგრამ The Weeknd-ის "მოკვლა" მსურს. აუცილებლად გამოვიცვლი კანს და ხელმეორედ დავიბადები". – განაცხადა მომღერალმა გამოცემა W Magazine-თან ინტერვიუში.

წლის ბოლომდე ტესფაიე ფსევდონიმით კიდევ ერთ ალბომს გამოუშვებს. ახლო მომავალში ის ასევე საკუთარ ძალებს მსახიობობაშიც მოსინჯავს, 4 ივნისს HBO-ს ეთერში ახალი სერიალი The Idol გამოვა, რომელშიც მომღერალი მთავარ როლს შეასრულებს.

კომენტარები