The Weeknd

THE WEEKND: გრემი კვლავ კორუმპირებულია

Hypebeast

კანადელმა პოპმომღერალმა The Weeknd-მა გრემის წინააღმდეგ გაილაშქრა. მუსიკოსმა რიგით 53-ე დაჯილდოების ვერც ერთი ნომინაცია ვერ მიიღო.

"გრემი კვლავ კორუმპირებულია. ჩემი, ფანების და ინდუსტრიის გამჭვირვალობასთან ვალში ხართ". – წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.

უიქენდს წარმატებული წელი ჰქონდა, მისმა ალბომმა After Hours როგორც კრიტიკოსთა, ისე მსმენელთა მაღალი შეფასებები დაიმსახურა. გარდა ამისა, მომღერალი სუპერ ბოულის შესვენებაზე გამართავს პერფორმანსს. აქამდე ეს პატივი მაიკლ ჯექსონს, პრინცს, ჯასტინ ტიმბერლეიკს, ბიონსეს და სხვა დიდ სახელებს ხვდათ წილად. 

მუსიკოსის გაბრაზებას კიდევ ერთი კანადელი, რეპერი Drake გამოეხმაურა.

"მგონი, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ გრემის ნომინაციები მუსიკაში მიმდინარე რეალურ პროცესებს არ ეხმიანება. ამიტომ სწორედ დროა, რომელიმე ახალი დაჯილდოება დაფუძნდეს, რომელიც ობიექტური იქნება". – ამბობს დრეიკი.

კომენტარები