The Weeknd

The Weeknd-მა ოთხწლიანი შესვენების შემდეგ ალბომი გამოუშვა

NME

კანადელმა მუსიკოსმა The Weeknd ოთხწლიანი შესვენების შემდეგ ახალი ალბომი After Hours გამოუშვა. 

View this post on Instagram

ITS OUT EVERYWHERE LINK IN BIO. LOVE YOU GUYS

A post shared by The Weeknd (@theweeknd) on

56 წუთიანი ალბომი 14 ტრეკისგან შედგება. ერთი თვის წინ მომღერალმა მომავალი ალბომიდან კომპოზიციები After Hours, Heartless და Blinding Lights გამოაქვეყნა. მოგვიანებით The Weeknd-მა კიდევ ერთი ახალი სიმღერა Scared To Live სატელევიზიო შოუში Saturday Night Live შეასრულა.

მუსიკოსის წინა ნამუშევარი Starboy 2016 წელს გამოვიდა. გრემის გამარჯვებული ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა კენდრიკ ლამარმა, ლანა დელ რეიმ და ჯგუფმა Daft Punk მიიღეს. 

კომენტარები