რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EURONEWS: შვეიცარია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე მწვანე შუქს ანთებს

Getty Images

შვეიცარიის პარლამენტის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი იარაღის გადაცემის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

კერძოდ, ცვლილებების შედეგად, შვეიცარიას შესაძლებლობა ექნება, უკრაინას საბრძოლო მასალა მიაწოდოს. აქამდე შვეიცარიის კანონი უცხო ქვეყნებისგან ნაყიდი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეიარაღებულ კონფლიქტებში ჩართულ ქვეყნებზე გადაცემას კრძალავდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინაში საბრძოლო მასალა ამოწურვის პირასაა. ევროკავშირის ქვეყნებს სურთ სამხედრო დახმარების უკრაინაში გაგზავნა, მაგრამ მათი მარაგებიც მცირდება. გარდა ამისა, ზოგიერთი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც წლების წინ იყო შეძენილი, მაგალითად, შვეიცარიისგან, ჯერ არ გადაუციათ უკრაინისთვის.

კომენტარები