Twitter

ილონ მასკმა Twitter-ის ახალ აღმასრულებელ ხელმძღვანელად ლინდა იაკარინო დაასახელა

GETTY IMAGES

ილონ მასკმა Twitter-ის ახალ აღმასრულებელ ხელმძღვანელად NBCUniversal-ის ყოფილი სარეკლამო ხელმძღვანელი, ლინდა იაკარინო დაასახელა.

ლინდა იაკარინო სოციალური მედიის პლატფორმაზე მუშაობას დაახლოებით 6 კვირაში დაიწყებს.

ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელა, რაც NBCUniversal-მა განაცხადა, რომ იაკარინო მედიაკომპანიას 12-წლიანი მუშაობის შემდეგ ტოვებს.

1 დღით ადრე, ილონ მასკმა დაწერა, რომ Twitter-ისთვის ახალი აღმასრულებელი დირექტორი იპოვა, თუმცა ვინაობას არ ასახელებდა. 

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დავიქირავე ახალი აღმასრულებელი დირექტორი Twitter-ისთვის. ის 6 კვირაში დაიწყებს მუშაობას". - წერს მასკი. 

სოციალურ ქსელებში ვრცელდებოდა ვარაუდები რომ მასკის რჩეულები Youtube-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, სიუზან ვოიჩიცკი და Yahoo-ს CEO, მარისა მეიერი და მასკის ტვინის ჩიპების სტარტაპის, Neuralink-ის ხელმძღვანელი, შივონ ზილისი შეიძლებოდა ყოფილიყვნენ.

"დავრჩე თუ არა პლატფორმის ხელმძღვანელად" – მასკი Twitter-ის მომხმარებელს კითხვით მიმართავს

ჯერ კიდევ დეკემბერში Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა პლატფორმის მომხმარებელს ჰკითხა, დარჩენილიყო თუ არა კომპანიის ხელმძღვანელად. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 57.5%-მა პოსტის დატოვებას დაუჭირა მხარი.

28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.

მილიარდერის პირველი ორი კვირა Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის როლში ცვლილებებით სავსე იყო: მან გაათავისუფლა მისი წინამორბედი, პარაგ აგრავალი და სხვა ლიდერები, უკვე ნოემბერში კი კომპანიის თანამშრომელთა ნახევარს სამსახური დაატოვებინა. 

კომენტარები