Twitter

მასკმა TWITTER-ისთვის მისი შემცვლელი, ახალი აღმასრულებელი დირექტორი იპოვა

REUTERS/Dado Ruvic/Illustration/File Photo

ილონ მასკის თქმით, მან Twitter-ისთვის ახალი აღმასრულებელი დირექტორი იპოვა. მასკი ჯერ ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ სოციალური მედიის პლატფორმას რამდენიმე კვირაში გადააბარებს. 

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დავიქირავე ახალი აღმასრულებელი დირექტორი Twitter-ისთვის. ის 6 კვირაში დაიწყებს მუშაობას". - წერს მასკი. 

მასკს სავარაუდო კანდიდატებიც არ დაუსახელებია, ამიტომ გაურკვეველია, ვინ შეიძლება იყოს მისი მემკვიდრე.

თუმცა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვარაუდებით, Youtube-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, სიუზან ვოიჩიცკი და Yahoo-ს CEO, მარისა მეიერი და მასკის ტვინის ჩიპების სტარტაპის, Neuralink-ის ხელმძღვანელი, შივონ ზილისი იმ ადამიანებს შორისაა, რომლებიც ილონ მასკის რჩეულებად განიხილება. 

"დავრჩე თუ არა პლატფორმის ხელმძღვანელად" – მასკი Twitter-ის მომხმარებელს კითხვით მიმართავს

ჯერ კიდევ დეკემბერში Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა პლატფორმის მომხმარებელს ჰკითხა, დარჩენილიყო თუ არა კომპანიის ხელმძღვანელად. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 57.5%-მა პოსტის დატოვებას დაუჭირა მხარი.

28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.

მილიარდერის პირველი ორი კვირა Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის როლში ცვლილებებით სავსე იყო: მან გაათავისუფლა მისი წინამორბედი, პარაგ აგრავალი და სხვა ლიდერები, უკვე ნოემბერში კი კომპანიის თანამშრომელთა ნახევარს სამსახური დაატოვებინა. 

კომენტარები