Twitter

TWITTER-ის ცვლილებებმა პლატფორმაზე რუსული და ჩინური პროპაგანდის ზრდა გამოიწვია 

REUTERS/Dado Ruvic/Illustration

რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ავტორიტარული მთავრობებს Twitter-ის ბოლოდროინდელი ცვლილებები მიმდევრების მოზიდვის, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელების საშუალებას აძლევს. უკანასკნელი ცვლილებებით, პლატფორმის ანგარიშებზე აღარ გამოჩნდება, რომ კონკრეტული ანგარიშები სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პროპაგანდისტული ნიშნისაა და მათი შინაარსის გამო Twitter-ი გვერდებს აღარ აკრძალავს.

დასავლურ მედიაში წერენ, რომ ცვლილებებმა კრემლს საშუალება მისცა, აშშ-ში დაფუძნებული პლატფორმა სიცრუისა და უკრაინაში შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვანი მიზეზების გასავრცელებლად გამოიყენოს.

რუსული სახელმწიფო მედიის ანგარიშების ჩართულობა ახლა 33%-ით მეტია, ვიდრე გასულ კვირებში იყო. ინფორმაციას ლონდონში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაცია Reset ავრცელებს, რომელიც ავტორიტარული მთავრობების მიერ სოციალური მედიით პროპაგანდის გავრცელებას აკვირდება.

უკანასკნელ ცვლილებებამდე, Twitter-ზე "რუსეთთან დაკავშირებულ მედიების" ანგარიშებს შესაბამისი იარლიყები ჰქონდათ, რათა მკითხველს ინფორმაციის წარმომავლობის შესახებ სცოდნოდა. 

Twitter-ს ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. მანამდე, Twitter-ის მფლობელი, მილიარდერი ილონ მასკი ამბობდა, რომ ის მხოლოდ მცირე განსხვავებას ხედავდა სახელმწიფოს მიერ მართულ პროპაგანდისტულ სააგენტოებსა და დასავლეთში დაფუძნებულ დამოუკიდებელ გამოცემებს შორის.

"ყველა ახალი ამბის წყარო ნაწილობრივ პროპაგანდაა, ზოგიერთის უფრო მეტად, ვიდრე სხვების" - დაწერა მასკმა Twitter-ზე.

კომენტარები