Twitter

"დავრჩე თუ არა პლატფორმის ხელმძღვანელად" – მასკი Twitter-ის მომხმარებელს კითხვით მიმართავს

Twitter-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა გამოკითხვა დაიწყო: იგი მომხმარებელს ეკითხება, დარჩეს თუ არა პლატფორმის ხელმძღვანელად. მისი თქმით, გამოკითხვის შედეგებს დაემორჩილება. 

გამოკითხვამდე რამდენიმე საათით ადრე Twitter-მა გამოაცხადა, რომ კრძალავდა იმ ანგარიშებს, რომლებიც შექმნილია მხოლოდ სხვა სოციალური მედიისა და კონტენტის პოპულარიზაციისთვის და შეიცავს ბმულებს ან მომხმარებლის სახელებს კონკურენტი პლატფორმებიდან.

მანამდე, მასკმა დელავერის სასამართლოს განუცხადა, რომ ის შეამცირებდა თავის როლს Twitter-ის მართვაში და საბოლოოდ იპოვნიდა ახალ ლიდერს კომპანიისთვის.

28 ოქტომბერს ილონ მასკმა სოციალური ქსელ Twitter-ის $44 მილიარდიანი შეთანხმება დაასრულა და კომპანიის მფლობელი გახდა.

მას შემდეგ, რაც მასკმა Twitter-ზე კონტროლი ოქტომბერში მოიპოვააღადგინა ქეითი გრიფინის, ჯორდან პიტერსონისა და Babylon Bee-ის ანგარიშები. მასკის თქმით, კომპანიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სიტყვის თავისუფლების დაცვასა და სიძულვილის ენის გავრცელების შეზღუდვის შორის ბალანსის პოვნაა. ასევე, გასულ კვირას, გამოკითხვის ჩატარების შემდეგ მასკმა დონალდ ტრამპის Twitter-ის ანგარიშიც აღადგინა.

"Twitter-ის ახალი პოლიტიკა არის სიტყვის, მაგრამ არა გავრცელების თავისუფლება". - წერდა მასკი.

კომენტარები