რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს იტალიას ეწვევა – იტალიური მედია

იტალიური მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს იტალიას ესტუმრება. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ANSA და Agencia Italia ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უკრაინის პრეზიდენტისა და იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის შეხვედრა.

მედიაში ვატიკანის წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ ზელენსკის შესაძლოა პაპთანაც ჰქონდეს აუდიენცია. 

თავად იტალიის პრემიერი უკრაინას თებერვალში ეწვია. 

"ჩემთვის პატივია აქ ყოფნა. მსურს გავიგო, რა სჭირდება ამ ხალხს. ვფიქრობ, რომ სწორია იტალიის აქ ყოფნა მთავრობის პოზიციის დასადასტურებლად და, შესაძლოა, პირადადაც გავიგო, რა სჭირდება თავისუფლებისთვის მებრძოლ ხალხს. ყოველთვის განსხვავებულია, როდესაც საკუთარი თვალებით ხედავ. ვფიქრობ, ეს იტალიელ ხალხსაც დაეხმარება, უკეთ გაიგონ". – თქვა მელონიმ ჟურნალისტებთან.

აპრილში რომის პაპს უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი შეხვდა. თავად ზელენსკი ვატიკანში ბოლოს პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის თებერვალში იმყოფებოდა.

კომენტარები