რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ის ელჩი სამხრეთ აფრიკაში მთავრობას რუსეთის იარაღით მომარაგებაში ადანაშაულებს

Esa Alexander/Reuters

აშშ-ის ელჩმა სამხრეთ აფრიკაში, რუბერ ბრიგეტმა მთავრობა 2022 წლის ბოლოს რუსეთისთვის სატვირთო გემით იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიასთან ისაუბრა

"სხვა მინიშნებებთან ერთად, ჩვენ ასევე დავაფიქსირეთ სატვირთო გემის ჩამოსვლა საიმონის საზღვაო ბაზაზე 2022 წლის 6-დან 8 დეკემბრამდე, რომელიც დაიტვირთა იარაღითა და საბრძოლო მასალით, რის შემდეგაც ის რუსეთისკენ გაემართა.

სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ გემი იარაღით დატვირთეს, თავს დავდებ, რომ განცხადება სიმართლეა". - აღნიშნავს ელჩი რუბენ ბრიგეტი.

ეჭვს აღრმავებს სატვირთო გემის - Lady R-ის გაჩერების ადგილიც - ჩვეულებრივ, სატვირთო გემები კეიპტაუნის სამოქალაქო ნავსადგურში ჩერდებიან. ამჯერად კი, გაურკვეველი მიზეზების გამო, ის საიმონის საზღვაო ბაზაზე დაყოვნდა. ელჩის თქმით, სამხრეთ აფრიკის მიერ რუსეთის შეიარაღების საკითხი უკიდურესად სერიოზულია და მისი აზრით, ეს პრობლემა ჯერჯერობით გადაჭრილი არ არის. 

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლმა სატვირთო გემი Lady R-ი სანქციების სიაში 2022 წლის მაისში დაამატა. რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემების მსგავსად, სანქციები მასაც, იარაღის სავარაუდო გადაზიდვის გამო შეეხო.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ამ ბრალდებების დასამტკიცებლად არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და მთავრობა ამ საკითხის დამოუკიდებლად გამოძიებას გეგმავს.

"სამხრეთ აფრიკის დელეგაციამ და აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა ბოლო შეხვედრაზე Lady R-ის საკითხი განიხილეს და მიიღწა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, დაიწყება გამოიძება, ხოლო აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები მოგვაწოდებენ მათ ხელთ არსებულ ყველა მტკიცებულებას". - წერია განცხადებაში. 

ამასთან ერთად, CNN-მა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის სპიკერს, ვინსენტ მაგვენიას ჰკითხა, თუ რატომ სჭირდებოდა სახელმწიფოს საკუთარ საზღვაო ბაზაზე მომხდარი მოვლენებისთვის გამოძიების ჩატარება.  

"აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა განაცხადეს, რომ ისინი ფლობენ სანდო წყაროებისგან მიღებულ ინფორმაციებსა და მტკიცებულებებს და მათ მოგვაწოდებდნენ. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ბრალდებებს და გვსურს, გამოვიძიოთ ის დამოუკიდებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ სავარაუდოდ ჩავერთოთ ბრალდებებისა და მათი უარყოფის ციკლში, რაც აშშ-სა და სამხრეთ აფრიკის ურთიერთობისთვის დამაზიანებელი იქნება". - აღნიშნა მაგვენიამ.  

კომენტარები