ევროკავშირი-საქართველო

კობახიძე PES-ის დატოვებაზე: ხელს უშლიდა ჩვენს სწრაფვას ევროპისკენ

ჩვენი ხედვით, ევროპის სოციალისტურ პარტიაში ქართული ოცნების წევრობა კონტრპროდუქტიულ როლს ასრულებდა. ერთ-ერთ მიზეზი ეს იყო, რატომაც მივიღეთ გადაწყვეტილება დამკვირვებელი წევრის სტატუსის დატოვების თაობაზე. მართალია, სოციალისტებიდან ნაკლები ევროპარლამენტარი უჭერდა მხარს შესაბამის რეზოლუციებს, მაგრამ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, როგორ იყიდებოდა ეს ყველაფერი ქართულ საზოგადოებაში. ბევრად უფრო მძიმე იყო, როდესაც სოციალისტების ერთი ნაწილი უჭერდა მხარს ჩვენს საწინააღმდეგო რეზოლუციებს, ვიდრე EPP მთელი თავისი შემადგენლობით გამოდიოდა ჩვენს წინააღმდეგ. რატომ? იმიტომ, რომ EPP-ს წევრია ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო და მეტნაკლებად ახსნადი იყო პოლიტიკური კავშირის გამო მათი ეს პოზიცია. რაც შეეხება იმ ვითარებას, როდესაც აბსურდულ რეზოლუციებს მხარს უჭერს სოციალისტების დიდი ნაწილი, ეს რა თქმა უნდა ხელს უშლიდა ჩვენს სწრაფვას ევროპისკენ და კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ. 

ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელმაც დააანონსა, რომ ქართული ოცნება ევროპის სოციალისტურ პარტიის დამკვირვებელი წევრის სტატუსზე უარს ამბობს.

კომენტარები