რაც შეეხება არახამიას. ვწუხვარ, რომ ამ ხელმოცარულზე დროს მაკარგვინებთ [...] ახლა ეს ხელმოცარული ოპოზიციურ არხებს ექსპერტად ჰყავთ. ვის აინტერესებს არახამია, რომელმაც ქართული არ იცის, დაბადებული და გაზრდილია რუსეთში, თავის წინაპრებს პატივს არ სცემს [...] ახლა თქვენ გგონიათ, ის საქართველოსთვის, ან ქართველებისთვის იბრძვის? მას რომ რეალურად უკრაინა უყვარდეს, სამშობლოს რომ უწოდებს - ერთხელ გინახავთ იარაღით ხელში ფრონტის ხაზზე? ბახმუტში ჩასული გინახავთ? ან ამისთვის სცალია, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერიოს? [...] ის არის ნაციონალური მოძრაობისა და მათი სატელიტი არასამთავრობოებისა თუ ტელევიზიების საყვარელი რესპოდენტი, რომელსაც ნული ავტორიტეტი აქვს [...] იცით, როგორ კარგად ვხედავ, უკრაინელები არახამიას და ასეთ ნაძირლებს როგორ გაასამართლებენ? იმიტომ, რომ ისინი უკრაინის ინტერესებს არ ემსახურებიან.
საქართველო-უკრაინა
ზარქუა არახამიაზე: ქართული არ იცის, გაზრდილია რუსეთში, თავის წინაპრებს პატივს არ სცემს
tbl.ge/6d5u
დაკოპირდა
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას. უკრაინის მმართველი პარტიის, ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ სოციალურ ქსელში პირობა დადო, რომ ის ზელენსკისთან ერთად საქართველოს "ამ უფსკრულის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადალახვაში" დაეხმარება.
ამავე თემაზე
- კალაძე: არ მინდა პოლემიკაში შევიდე დავით არახამიასთან, მინდა, უკრაინას მშვიდობა ვუსურვო
- პაპუაშვილი: კრიმინალების შეფარება აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებებისადმი
- არახამია ოცნებას: თუ ნორმალიზება გსურთ, დაგვიბრუნეთ სააკაშვილი, შეწყვიტეთ ფრენები რუსეთთან
- პაპუაშვილი: გვერდში დგომის საპასუხოდ, უკრაინისგან შეუსაბამო ნაბიჯებს ვიღებთ
- ზელენსკი ზურაბიშვილს: ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის უამრავ ტანჯვას გაუძლეს