რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: EU არ უნდა შეშინდეს სამხედრო ძალის დემონსტრირებით და განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ევროკავშირი არ უნდა შეშინდეს მოსკოვის მიერ სამხედრო ძალის დემონსტრირებით და უნდა განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს უკრაინას დასჭირდება. ამის შესახებ შოლცმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"აქედან ჩრდლო-აღმოსავლეთით 2 200 კილომეტრში, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს თავისი ჯარისკაცების, ტანკებისა და რაკეტების დემონსტრირებას ახდენს. ჩვენ არ უნდა შეგვაშინოს ძალაუფლების ამგვარმა თამაშებმა! მოდით, ვიყოთ ურყევი უკრაინის მხარდაჭერაში – რამდენი ხანიც მას ეს დასჭირდება". - თქვა შოლცმა.

დღეს მოსკოვში 9 მაისთან დაკავშირებული აღლუმი გაიმართა, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) წევრი ქვეყნების ლიდერები რუსეთში ჩავიდნენ. აღლუმს პუტინთან ერთად სომხეთის პრემიერმინისტრი, ასევე ბელარუსის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთი პრეზიდენტები დაესწრნენ.

კომენტარები