ქართული ოცნება

თალაკვაძე არახამიაზე: სამწუხაროა, რომ შიდა პოლიტიკურ თემებზე განცხადებებისთვის იცლის

სამწუხარო და სევდიანია, რომ მძიმე ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკური პირი, მაღალჩინოსანი, საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე განცხადებების გასაკეთებლად იცლის. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, ეს ადამიანი რამდენად დაცილებულია პრობლემებს, რომელიც ომში მყოფ უკრაინელ ხალხს აქვს. 

როდესაც ჩვენ უკრაინის უპირობო მხარდაჭერას განვაგრძობთ, იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლება და მთელი საზოგადოება უკრაინის გვერდით დგას, პოლიტიკური პირი საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის და ისეთი განცხადებების გასაკეთებლად იცლის, რომელიც საქართველოს და უკრაინის მეგობრობას აზიანებს. 

ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძეს უკრაინის რადას ფრაქციის ხალხის მსახურის თავმჯდომარის დავით არახამიას განცხადებაზე კომენტირებისას, რომელმაც მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე ჩამოსვლა სურდა. 

კომენტარები