ლევან ხაბეიშვილი

ხაბეიშვილი: ჩემთვის უსაყვარლესი დღეა გიორგობა

საეკლესიო, მართლმადიდებლურ დღესასწაულებს შორის, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უსაყვარლესი დღეა გიორგობა...  სრულიად საქართველოს გილოცავთ - განსაკუთრებით ჩემთვის უძვირფასეს გიორგებს, ჩემს ემიგრანტ ძმასა და ჩემს უფროს ვაჟს.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, 6 მაისი არის თარიღი, როცა დასრულდა "აჭარის რევოლუცია". რუსეთუმე, პუტინისტმა ასლან აბაშიძემ დატოვა საქართველოს ტერიტორია და რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელ - იგორ ივანოვს მოსკოვში გაჰყვა.

ქართველ ხალხთან ერთად, ამ გამარჯვების ავტორი, შემოქმედი, ახალი ბათუმის სულისჩამდგმელი და არქიტექტორი, პრეზიდენტი სააკაშვილი კი, დღეს რუსული ხელისუფლების პირობებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია... განსაკუთრებით ვულოცავ ამ დღეს მიხეილ სააკაშვილს.

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი Facebook-ზე.

კომენტარები