რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მთავარი გეოპოლიტიკური პრობლემა დასავლეთის ჰეგემონობის სურვილში მდგომარეობს – ლავროვი

Natalia Kolesnikova/AFP/Getty Images

რუსეთის საგაერო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვს უკრაინასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ უკრაინას იარაღით ამარაგებდა. მისივე თქმით, პრობლემის მოგვარების საკითხი კონტაქტის ხაზზე არ დგას, არამედ უფრო გლობალურია. 

"მთავარი გეოპოლიტიკური პრობლემის გადაწყვეტის გარეშე, რომელიც მდგომარეობს დასავლეთის სურვილში, შეინარჩუნოს თავისი ჰეგემონია და უკარნახოს ყველას თავისი ნება, ვერანაირი კრიზისი ვერც უკრაინაში და ვერც მსოფლიოს სხვა ნაწილში ვერ მოგვარდება". -თქვა ლავროვმა.

კომენტარები