რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: F-16-ები იქნება, ეს დროის საკითხია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ადრე თუ გვიან დასავლელი მოკავშირეები გადაწყვეტენ უკრაინას დასავლეთის 16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებით მიაწოდონ, ისევე როგორც ეს ყველა სხვა ტიპის იარაღთან დაკავშირებით მოხდა.

დმიტრი კულებამ აღნიშნა, რომ დასავლური თვითმფრინავების შესახებ გადაწყვეტილება დროის საკითხია და სინანული გამოთქვა, რომ  მოკავშირეების ყოყმანის გამო უკრაინას დამატებითი ფასის გადახდა მოუწევს.

"F-16-ები იქნება, ეს დროის საკითხია. ვფიქრობ, ეს დამოკიდებული იქნება შეერთებული შტატების გადაწყვეტილებაზე და კონტრშეტევის შედეგებზე. [...] ახლა რომ F-16-ები გვქონდეს, ჩვენი კონტრშეტევა ბევრად უფრო სწრაფი იქნებოდა და შეგვეძლებოდა გადაგვერჩინა კიდევ ბევრი ჩვენი ჯარისკაცისა და სამოქალაქო პირის სიცოცხლე" - თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულება პარტნიორებს არწმუნებს, რომ უკრაინისთვის F-16-ების მიწოდება რუსეთის არა პროვოცირებას, არამედ შეკავებას გამოიწვევს.

აშშ-ის რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორების ჯგუფი თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს უკრაინისთვის F-16-ის ტიპის თვითმფრინავების გაგზავნაში აქტიურობისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს

Politico-ის ინფორმაციით, სენატორები პენტაგონისგან ინფორმაციას ითხოვენ იმაზე, თუ რა არის საჭირო უკრაინაში თვითმფრინავების გაგზავნისთვის. წერილში, რომელსაც Politico ავრცელებს, ოსტინს 8 სენატორი მიმართავს.

კომენტარები