რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის მომავალი ჩვენთანაა, EU-ში გაწევრინების პროცესის დაჩქარებაში დაგეხმარებით – მელონი

ჯორჯია მელონი
REUTERS/Guglielmo Mangiapane

იტალიის პრემიერმინისტრის, ჯორჯია მელონის თქმით, იტალია მზადაა უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესრულებაში დაეხმაროს, რათა პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს. ამასთან დაკავშირებით მელონიმ უკრაინის მთავრობის მეთაურთან, დენის შმიგალთან შეხვედრისას ისაუბრა

"ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინის მომავალი ჩვენთანაა, რომ უკრაინა თანდათანობით შეუერთდება ჩვენს ევროპულ ოჯახს. ჩვენი მხრიდან, რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაწევრიანების პროცესი დავაჩქაროთ". - თქვა ჯორჯია მელონიმ. 

იტალიის პრემიერმინისტრის თქმით, მისთვის აშკარაა, რომ ომის მიუხედავად, უკრაინის მთავრობა ყველანაირად ცდილობს დასახული მიზნის მისაღწევად ევროკავშირის მიერ დასახული კრიტერიუმები, რაც შეიძლება სწრაფად დააკმაყოფილოს. 

"ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ჩვენ მოლაპარაკების დაჩქარებაში დაგეხმარებით". - დაჰპირდა მელონი უკრაინას. 

კომენტარები