ბრიუს უილისი

ბრიუს უილისსა და დემი მურს პირველი შვილიშვილი შეეძინათ

Befunky

ბრიუს უილისსა და დემი მურს პირველი შვილიშვილი შეეძინათ. მათმა უფროსმა შვილმა, რუმერ უილისმა ქალიშვილი გააჩინა.

ახალშობილის მამა დერეკ რიჩარდი ტომასია, ბავშვის სრული სახელი კი ლუეტა აილი ტომას უილისია. 

"ლუეტა აილი ტომას უილის, შენ ჭეშმარიტი ჯადოქრობა ხარ. იმაზე მეტი ხარ ვიდრე ვოცნებობდი". – წერს რუმერ უილისი.

უილისმა და მურმა ერთმანეთი 1987 წელს ფილმის პრემიერაზე გაიცნეს. იმავე წელს წყვილმა იქორწინა. საერთო ქორწინებიდან ჰყავთ სამი შვილი. წყვილმა თანაცხოვრება 1998 წელს დაასრულა, 2000 წელს უილისი და მური ოფიციალურად განქორწინდნენ. მსახიობები დღემდე ახლო მეგობრები არიან.

კომენტარები