ბრიუს უილისი

ბრიუს უილისის ცოლი: ქორწინების წლისთავი გვაქვს, მსგავსი თარიღები ჩემთვის ძალიან რთულია

Economic Times

ბრიუს უილისის ცოლმა ემა ჰემინგ უილისმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"დღეს ჩემი ცხოვრების სიყვარულზე ქორწინებიდან 14 წელი გავიდა. მინდა გუშინდელი ამბავი გაგიზიაროთ. მეგობართან ვახსენე, რომ წლისთავი გვაქვს. მოგვიანებით ტექსტური შეტყობინება მივიღე, მითხრა, რომ რაღაც დამიტოვა კართან. ეს იყო ულამაზესი ყვავილების თაიგული წერილთან ერთად. ამ შემთხვევამ იმაზე დამაფიქრა, რამდენად რთულია მსგავსი ოჯახური დღესასწაულები მეურვეებისთვის. როდესაც მეორე ადამიანი უბრალოდ ვერ იაზრებს ღონისძიების არსს, მის ცვალებად ტვინს უბრალოდ აღარ აქვს ამის უნარი. მოკლედ, იმის თქმა მინდა, თუ იცნობთ ვინმეს ,ვინც თავისი ოჯახის წევრის მეურვეა, არ ჰკითხოთ, რით შეგიძლიათ, დაეხმაროთ, უბრალოდ, დაეხმარეთ. სიკეთის ეს უეცარი გამოვლინება დიდხანს დარჩება ჩემთან". – წერს სოციალურ ქსელში ბრიუს უილისის მეუღლე ემა ჰემინგ უილისი.

ბრიუს უილისს 2022 წლის გაზაფხულზე დაუსვეს აფაზიის დიაგნოზი. აფაზია მეხსიერების დაკარგვის, ერთ-ერთი ფორმაა, რომლის დროსაც ადამიანს საუბარი და ტექსტის დამახსოვრება უჭირს. უილისმა დაავადების გამო სამსახიობო კარიერა დაასრულა. რამდენიმე კვირის წინ ოჯახმა განაცხადა, რომ 67 წლის მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას დემენცია აქვს. 

კომენტარები